რეცეპტები

ბოსტნეულის ასორტის მარინადი არყით, სტერილიზაციის გარეშე

ინგრედიენტები მოცემულია 3 ლიტრიანი ქილისთვის.

ინგრედიენტები:

არაყი – 50 მლ
ძმარი 9% – 50 მლ
დაფნის ფოთოლი – 6 ცალი
ნიორი – 4-5 კბილი
მიხაკი – 4 მარცვალი
შავი პილპილის მარცვლები – 4 ცალი
პირშუშხა – 2 ღერი
კამა – 2 ღერი
დაფნის ფოთოლი – 6 ცალი
შაქარი – 2 ს/კ
მარილი – 2 ს/კ
ხმელი ქინძი – 1 ჩ/კ
კიტრი, პომიდორი, ყაბაყი – რამდენიც ჩაეტევა 3 ლიტრიან ქილაში

მომზადება:

გასტერილებულ ქილაში წინასწარ მოათავსეთ სანელებლების ნახევარი, ნივრის კბილები 3-4 ნაწილად დაჭერით, შემდეგ კი მორიგეობით ჩაალაგეთ ბოსტნეული.
პომიდვრის, კიტრისა და ყაბაყის ზემოდანად მოაწყვეთ სანელებლები.
დაასხით ქილებს ადუღებულ წყალი, დააფარეთ გასტერილებული თავსახურები და გააჩერეთ 10 წუთი.
შემდეგ ადუღებული წყალი გადმოასხით უკან ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ არაყი და ძმარი და კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე. დაასხით ბოსტნეულს მარინადე და მოხუფეთ.
გადმოაბრუნეთ ქილები, შეფუთეთ ადიელაში და გააჩერეთ მეორე დღემდე ასე.
შემდეგ კი მოათავსეთ მარინადე ნებისმიერ ადგილას, აუცილებელი არ არის სიგრილე.

 

წყარო: publish.ge

მსგავსი მასალები