TOP საზოგადოება

ვლადიმერ იმნაძემ დიდუბისა და საბურთალოს რაიონის გამგებლებს საპატიო სიგელები გადასცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილსა და საბურთალოს რაიონის გამგებელს, გაიოზ ვასაძეს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისადმი გამოჩენილი ყურადღების, პატივისცემისა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეხვედრაზე გამგებლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნის წინაშე ვეტერანთა განსაკუთრებულ ღვაწლსა და დამსახურებას და აღნიშნეს, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ ვეტერანთა მხარდაჭერას.

მსგავსი მასალები