Face-ამბები

ანუკი არეშიძე: წამებში ამხელა ისტორია ვიღაცის დაუდევრობით განადგურდა

დიზაინერი ანუკი არეშიძე, ნოტრ-დამის ხანძარს ინსტაგრამზე ეხმაურება. არეშიძემ ცეცხლის ალში გახვეული ტაძრის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი კომენტარი მოჰყვა.

“წამებში ამხელა ისტორია, ქრისტიანული ევროპის მთავარი სიმბოლო, უძველესი ძეგლი ვიღაცის დაუდევრობით განადგურდა” – წერს ანუკი არეშიძე.

ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება სახანძრო სამსახურში ადგილობრივი დროით 18:50 შევიდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, პირველად ხარაჩოებზე გაჩნდა. საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე “გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების” მუხლით.

მსგავსი მასალები