ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

ზურგის ტვინით ვგრძნობდი, რომ ამ კაცისგან შვილი არ უნდა გამეჩინა

ნინა წკრიალაშვილმა  თავისი ინტიმური კადრების შემცველი ვიდეოს გამავრცელებლის ვინაობა გაასაჯაროვა. მან გადაცემა „ფარულ კონვერტში“ პირდაპირ ამხილა გიორგი შელეგია, მეტსახელად „ძიაძია“.

წკრიალაშვილმა ვრცლად მოყვა შელეგიასთან რომანის დეტალები. ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ სთხოვდა 20 წლით უფროსი პარტნიორი შვილის გაჩენას. „ზურგის ტვინით ვგრძნობდი, რომ ამ კაცისგან შვილი არ უნდა გამეჩინა. ჩვენი ურთიერთობიდან ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ ვიღაცა ქალმა გაუჩინა შვილი. ჩემთან თავი იმართლა – „გამიჩალიჩესო“. მერე ჩავთვალე, რომ გულწრფელად ნანობდა ამ ყველაფერს და ვაპატიე. მაგრამ ისევ ტყუილებში გამხვია“ – გადაცემაში ყვებოდა ნინა.

მომღერალმა მადლობა გადაუხადა კიბერდანაშაულის დეპარტამენტს, რომლებმაც თვითონ აღძრეს საქმე. ნინამ იქვე აღნიშნა, რომ ეს ადამიანი ემუქრება და მისმა მეგობარმა უთხრა კიდეც, სიურპრიზებს ელოდეო. „აქვე ვიტყვი, თუ რამე დამემართება, იცოდეთ, ვისი ბრალია. არ მეშინია, ვარ 1000 პროცენტით მართალი. მან არა მხოლოდ ამ ვიდეოს გავრცელებით, მანამდეც დაარღვია ჩემი უფლებები. მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“ – თქვა წკრიალაშვილმა შოუში.

 

 

მსგავსი მასალები