მსოფლიო

თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა 

ჩილეში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. 

არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი ბორტის წევრები იყვნენ.

მცირე ზომის თვითმფრინავი ლა პალომას აეროდრომიდან დედაქალაქ სანტიგაოსკენ მიემართებოდა. მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება დაიწყო.

თვითმფრინავის დაცემის დროს სახლში არავინ იყო.

წყარო:  news24

მსგავსი მასალები