მსოფლიო

აუფეთქებელი ჭურვების ამოქმედების შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთით, ლაღმანის პროვინციასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში აუფეთქებელი ჭურვების ამოქმედების შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. 

პროვინციის ხელისუფლების პრესსპიკერის განცხადებით, ბავშვები ბასრამის ტერიტორიაზე თამაშობდნენ, რა დროსაც ჭურვები ამოქმედდა და მათი სიცოცხლე იმსხვერპლა.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ყოველთვიურად აუმოქმედებელი ჭურვების აფეთქების შედეგად 120-მდე ადამიანი ან იღუპება ან მძიმედ იჭრება.

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის 3400 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია ნაღმებისგან გაუვნებელყოფილია, ხოლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა 1700 კვადრატულ კილომეტრზე.

 

წყარო:  Tolo News

მსგავსი მასალები