Face-ამბები საზოგადოება

„არ გიცნობ, მარა მენატრები“… – ავარიაში გარდაცვილი მოზარდის ფეისბუქპოსტი მამას… (ფოტო)

„არ გიცნობ, მარა მენატრები“… ეს პოსტი, ცოტა ხნის წინ, თბილისში დაღუპულმა მოზარდმა, გარდაცვილ მამაზე სოციალურ ქსელში დაწერა.

 

რამდენიმე დღის წინ თბილისში შემზარავი ავარია მოხდა, რომელსაც 16 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი ხეს შე­ე­ჯა­ხა. მანქანაში ოთხი არსრულწლოვანი იჯდა, ერთ-ერთი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ერთ-ერთი კი მესამე ხარისხის კომაშია, დანარჩენი ორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძეა. იგი “აგ­რო­ჰა­ბის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვილია. სა­ლო­მეს ნიკა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

ნიკას მამა, ზურა ჯორჯაძე წლების წინ ასევე ავტო ავარიას ემსხვერპლა, მაშინ ნიკა რამდენიმე თვის იყო. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ახლაგაზრდა სოცილაურ ქსელში მამასთან ერთად ბავშვობაში გადაღებულ ფოტოს ავრცელებდა წარწერით: ,,არ გიცნობ, მარა მენატრები“…

 

მსგავსი მასალები