მსოფლიო სხვადასხვა

მოშინაურებულმა ირემმა სახლის პატრონი მოკლა

მოშინაურებულმა ირემმა ავსტრალიაში სახლის პატრონი მოკლა, დიასახლისს კი სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინციდენტი ვიქტორიას შტატის ქალაქ მოიჰუში მოხდა. 47 წლის პოლ მაკდონალდს ცხოველი თავს მაშინ დაესხა, როდესაც კაცმა მას ვოლიერში საკვები შეუტანა. კაცის დახმარებას შვილი და ცოლი შეეცადნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ირემი თავს ქალსაც დაესხა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციციელები იძულებულნი გახდნენ, ირემი მოეკლათ.

მსგავსი მასალები