სამართალი

ჩქაროსნული მატარებელი მწყემსს დაეჯახა

გომში ჩქაროსნული მატარებელი მწყემსს დაეჯახა. 40-წლამდე მამკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. აღნიშნულის შესახებ “2020NEWS”-ს “საქართველოს რკინიგზაში” განუცხადეს.

გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და თავისუფლების 5-7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი მასალები