რეცეპტები

უგემრიელესი “მადლენი” 15 წუთში

გემრიელი, მსუბუქი, არომატული ნიჟარის ფორმის ორცხობილები საუკეთესოა ჩაისთან ერთად.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 120 გ
  • 2 ც კვერცხი
  • შაქარი – 80 გ
  • კარაქი – 90 გ
  • ლიმონის წვენი – 1 ს/კ

მომზადების წესი:

გაადნეთ კარაქი, გააგრილეთ, ან კარგად დაარბილეთ, დაუმატეთ კვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ კარაქი და 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გადაიტანეთ ცომი ფორმებში, ან დადეთ ღუმელის ცხიმწასმულ და ფქვილ მოყრილ ფორმაზე და თავად მიეცით კოვზით სასურველი ფორმები.

აცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე, 12-15 წუთის განმავლობაში.

 

წყარო: gemrielia.ge

მსგავსი მასალები