მსოფლიო

ავიაკომპანიებში ბარგთან ერთად მგზავრის აწონვაც იგეგმება

შესაძლოა, ავიაკომპანიებმა ჩასხდომამდე მგზავრების აწონვა დაიწყონ.

ინიციატივა ბრიტანულ სტარტაპ კომპანია Fuel Matrix-ს ეკუთვნის, რომელმაც დიდი ბრიტანეთის აეროპორტებთან, მგზავრების აწონვის პრაქტიკის დასანერგად, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

როგორც გამოცემა Lonely Planet-ი იუწყება, ინიციატივის მიზანი ავიაგადამზიდავის ხარჯების შემცირების ხელშეწყობაა.

სტარტაპ კომპანია Fuel Matrix-ის დირექტორის როი ფუსკონეს თქმით, რაც უფრო მძიმეა საჰაერო ხომალდი ფრენისათვის, უფრო მეტი საწვავია საჭირო. ამიტომ, ავიაკომპანიებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა მოცულობით ტვირთს გადაზიდავენ, რათა საავიაციო ნავთის ხარჯი გათვალონ. როი ფუსკონეს განმარტებითვე, ეს ეხება როგორც ტვირთს, ასევე მგზავრის წონას.

მსგავსი მასალები