TOP პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაინიშნა

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას ნათია თურნავა ჩაანაცვლებს.

თურნავა სწორედ ქობულიას მოადგილის პოსტს იკავებდა. მის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი უკვე მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თანამდებობიდან გიორგი ქობულია პრემიერის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. აღნიშნულის მიზეზად უთანხმოება სახელდება, როგორც მამუკა ბახტაძესთან ასევე ბიძინა ივანიშვილთან.

მსგავსი მასალები