მსოფლიო

29 წლის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მოკლეს

29 წლის ჟურნალისტი ქალი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. ინციდენტი, რომელსაც პოლიცია ტერორისტულ აქტად განიხილავს, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ დერიში მოხდა.

ჟურნალისტი ლაირა მაკქი ქალაქში მიმდინარე არეულობას აშუქებდა. რესპუბლიკელი დისიდენტები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს უშენდნენ. ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო, იხსენებს რომ შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გამოჩნდა და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. ლაირა მაკქიც სწორედ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ჟირნალისტის მკვლელობა დისიდენტებს ბრალდებათ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

წყარო: primetime.ge

მსგავსი მასალები