მსოფლიო

მომლოცველები მარმარილოს წმინდა კიბის ავლას 300 წლის შემდეგ პირველად შეძლებენ

რომში სააღდგომოდ მომლოცველებს იმ კიბის გავლა შეეძლებათ, რომელიც ლეგენდის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე პილატე პონტოელთან მისასვლელად გაიარა.

მარმარილოს წმინდა კიბე, რომელიც ბოლო 300 წლის განმავლობაში ხის კონსტრუქციებით იყო დაფარული, 2 თვით გაიხსნა და პილიგრიმებს წმინდა ადგილის მონახულების საშუალება მიეცათ. ვატიკანში, ლატერანიის სასახლეში განთავსებულ კიბეებზე ტურისტები მუხლმოყრილი ადიან და იმ ადგილებს ეამბორებიან, სადაც გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს სისხლის წვეთები დაეცა.

CNN-ის ცნობით, წმინდა კიბე, მარმარილოს დაცვის მიზნით, ისევ ხით დაიფარება, თუმცა მომდევნო კვირების განმავლობაში ადგილზე მისულ სტუმრებს წმინდა კიბის 28 საფეხურზე ასვლა თავისუფლად შეეძლებათ.

 

წყარო: CNN

მსგავსი მასალები