მსოფლიო

ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 მთამსვლელი დაიღუპა

3 პროფესიონალი მთამსვლელი, რომლებიც  5 დღის განმავლობაში, დაკარგულად ითვლებოდნენ, დაღუპულები იპოვეს. ისინი ზვავის ჩამოწოლამ იმსხვერპლა.

ინციდენტი კანადის მთებში მოხდა. ავსტრიელი მთამსვლელები, 28 წლის დევიდ ლამა და 35 წლის ჰენსორგ აუერი, ასევე ამერიკის მოქალაქე – 36 წლის ჯეს როსკელი, Howse Peake-ის მწვერვალზე ასვლისას დაიღუპნენ.

მათ მოსაძებნად მაშველები ოთხშაბათს გაფრინდნენ, თუმცა უამინდობის გამო, სამაშველო ოპერაცია შეფერხდა.

მაშველების განცხადებით, მთის იმ ფერდობზე, სადაც მთამსვლელები იმყოფებოდნენ, ზვავის რამდენჯერმე ჩამოწოლის კვალი ფიქსირდებოდა.

მსგავსი მასალები