საზოგადოება

გაეროს შემაშფოთებელი კვლევა

პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიოში ასაკოვანი ადამიანების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მცირეწლოვანი ბავშვების. სტატიას BBC გაეროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

დღეს, დედამიწაზე 65 წელს გადაცილებული 705 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვების რაოდენობა კი 680 მილიონია.

თუ,  არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ასაკოვან ადამიანთა რაოდენობა 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სტატისტიკა საგანგაშოა და გამოსავალი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ცნობისთვის, 1960 წელს შობადობის მაჩვენებელი ერთ ქალზე საშუალოდ 5 ბავშვი იყო, 2018 წლის მონაცემებით, კი შობადობის მაჩვენებელი ერთ ქალზე 2 ბავშვია.

 

მსგავსი მასალები