მედიცინა

რისი ბრალია ღამით ხშირი შარდვა?

როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის მოთხოვნილების გამო, ეს შეიძლება იყოს მომატებული წნევის ან მარილის ჭარბი მოხმარების შედეგი. მარილის აქტიური მოხმარება დაკავშირებულია ნიქტურიასთან.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს ნიქტურიის კავშირი მომატებულ წნევასთან საშუალოსტატისტიკურ იაპონელთა შორის. აღმოჩნდა, რომ ჰიპერტონიის რისკი მნიშვნელოვნად იმატებდა ღამის განმავლობაში ნიქტურიის ეპიზოდების რაოდენობის გაზრდასთან ერთად. მთლიანობაში ნიქტურია ჰიპერტონიის რისკს 40% ზრდიდა.

სპეციალისტები აღიარებენ, რომ ჰიპერტონია იაპონელებში საკმაოდ ხშირია, რაც დაკავშირებულია მარილის აქტიურ მოხმარებასთან და შეადგენს დღეში 10 გრ. მარილის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში დღეში 4 გრ-ს შეადგენს.

წყარო: mkurnali.ge

მსგავსი მასალები