სამართალი

მამა-შვილს შორის მომხდარი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

კახეთში მკვლელობა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მამა-შვილს შორის მომხდარი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.

40 წლამდე კაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული. შემთხვევა წუხელ მოხდა. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. გარდაცვლილი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

 

წყარო:  imedinews

მსგავსი მასალები