მედიცინა

ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის რჩევები გულის ჯანმრთელობისთვის

ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის ექსპერტები აქვეყნებენ რჩევებს, სახელწოდებით ჯანმრთელი გულის არითმეტიკა ანუ “გულის მეგობრები”.

ფაქტობრივად, ეს არის რჩევების ჩამონათვალი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ გულის ჯანმრთელობისათვის.

ჩვენი გული ნორმალურ ფუნქციობას ხანგრძლივად შეძლებს და დაცული იქნება ინფარქტისაგან, თუ მივირთმევთ:

1) E ვიტამინით მდიდარ საკვებს (ხაჭოს, ყველს, ბოსტნეულს, მცენარეულ ზეთსა და პარკოსნებს) – კვირაში სამჯერ;
2) 4 ნაჭერ თევზს (44 %-ით ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს) – კვირაში ერთხელ მაინც;
3) 5 ცალი კაკლის შიგთავსს (ნიგოზს) – ყოველდღე;
4) 7 ჩაის კოვზ ჟოლოს მურაბას (განამტკიცებს გულის მკვებავ სისხლძარღვებს – კორონარებს) – ყოველდღე;
5) 8 ბანანს (გულის რიტმის ნორმალიზებისათვის) – კვირაში;
6) 14 ფორთოხალს (სტრესებისა და ვირუსებისგან გულის დასაცავად) – კვირაში;

ყოველდღე დავლევთ:

1) ერთ ჭიქა წითელი ყურძნის წვენს (ხელს უშლის კორონარების დაცობას, კვებავს მიოკარდიუმს, 75 %-ით აქვეითებს თრომბოციტების აქტივობას);
2) 2 ჭიქა რძეს;

ასევე არ დავიზარებთ დილა-საღამოს:

1) მე-6 სართულზე ფეხით ასვლას (კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, ინფარქტის განვითარების რისკს 3-ჯერ ამცირებს);
2) 9 სტროფის წამღერებას (გვიცავს სტენოკარდიის შეტევისაგან);

შეგახსენებთ, რომ დასკვნები გაკეთებულია და რჩევები შემუშავებულია ამერიკელი ექსპერტების 22-წლიანი დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით. საკვლევ პირებს წარმოადგენდნენ 55-დან 68 წლამდე ასაკის ემიგრანტი იაპონელები (3150 პირი) და ასევე 67 წელს გადაცილებული ამერიკელები (11 ათასამდე მკვიდრი).

 

წყარო: mkurnali.ge

მსგავსი მასალები