სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე  ემსხვერპლა

სოფელ ზორვეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე  ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 23 წლის ალექს ბარბაქაძე და 19 წლის მარიამ დოლუაშვილი.

„ზოვრეთში იყვნენ ახლობელთან სტუმრად. უკან დაბრუნებულებს გზაზე მოუვიდათ ავარია, მოგლეჯილი ხე ეგდო ძირს და ამ ხეს დაეჯახნენ“,  – ამბობს მეგობარი.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: primetime.ge

მსგავსი მასალები