მედიცინა

გამოვლენილი დარღვევა – 11 სტომატოლოგიურ კლინიკაში

2018 წელს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით, სტომატოლოგიური დაწესებულებები შეამოწმა და მათგან 11-ში, მაღალი რისკის შემცველი დარღვევა – ნაკლოვანება გამოავლინა.

როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2018 წელს სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმების შედეგად 11 კლინიკაში დაფიქსირდა დაღვევა, რის გამოც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები დაიწერა.

„გამოვლენილი დარღვევა – ნაკლოვანებების გამო, 11 დაწესებულების მიმართ შედგა , საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 44(7) და  44(8) მუხლების შესაბამისად.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევები“,- ნათქვამია „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პასუხში.

სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმებისას, უმეტესი დარღვევა ვლინდება დეზინფექცია-სტერილიზაციის შემთხვევაში. სამედიცინო ნარჩენების მართვისა და დოკუმენტების წარმოებისა და ამას მოსდევს ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები.

რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, საკანონმდებლო მაცნეში ვკითხულობთ, რომ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სტომატოლოგიურ დაწესებულებებზე „ლიცენზია“ არ  გაიცემა. შესაბამისად „ლიცენზიის“ და „საქმიანობის“ შეჩერება გათვალისწინებული არ არის.

 

წყარო: primetime.ge

მსგავსი მასალები