მსოფლიო

BBC-ის წამყვანი სამეფო ახალშობილზე გამოქვეყნებული ტვიტის გამო სამსახურიდან გაუშვეს

BBC-ის წამყვანი დენი ბეიკერი სამსახურიდან გაუშვეს ტვიტერზე გამოქვეყნებული ფოტოს გამო.რომელზეც ასახული იყო წყვილი, რომელსაც ჩაცმულ შიმპანზე მოჰყავდათ, კომენტარად კი ეწერა „სამეფო ახალშობილმა სამშობიარო დატოვა.“

BBC Radio 5 Live-ის 61 წლის წამყვანის პოსტი, რომლის გამოც მან სამსახური დაკარგა, ამ დროისთვის წაშლილია, თუმცა მან დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბაიკერი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის სასექსის ჰერცოგინიას რასობრივ კუთვნილებას დასცინის.

ბიბისიმ ბეიკერის ტვიტი „სერიოზულ შეცდომად“ შეაფასა.

„ტვიტი ეწინააღმდეგენა იმ ფასეულობებს, რომლებსაც ჩვენ, როგორც კომპანია ვცდილობთ გავავრცელოთ. დენი კარგი წამყვანია, მაგრამ ყოველკვირეულ შოუს ის ჩვენგან აღარ წაიყვანს“- განაცხადა ბიბისის წარმომადგენელმა.

თავად ბეიკერის თქმით, ის სულელურად მოიქცა და მიხვდა, რომ ფოტო რომელსაც ის სახუმაროდ თვლიდა, შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ბეიკერმა სამეფო ახალშობილს- არჩის ბოდიში მოუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

მსგავსი მასალები