ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

თამო ვაშალომიძე: ჩემი ახალი უკან…ის მარიაჟობის სეზონი მოდის

ორ კვირაზე მეტი დრო გავიდა, რაც თამო ვაშალომიძემ  ლიპოფილინგი გაიკეთა და უკანალი გაიდიდა. „გვერდით დუნდულები ჩამივარდა და მე კიდევ ხორციანი დუნდულა მინდა მქონდეს“ –ამბობს ვაშალომიძე.

ლიპოსაქციის მეშვეობით სხვადასხვა ადგილიდან აღებული ცხიმით დუნდელები შეუვსეს. „მთლად კარდაშიანების ზომის უკანალი არც მინდოდა. მე თვითონ საკმაოდ დიდი უკანალი მაქვს. უბრალოდ, გვერდები მქონდა ჩავარდნილი. ეს ნაწილები მოვამრგვალე და ამოვავსე“ – გვითხრა მაშინ თამომ.

თამო ვაშალომიძე: – სოციალურ ქსელში დავდებ ახალ ფოტოსესიას. ერთი ქართველი დიზაინერი თეთრეულის ხაზს უშვებს და თუ ჩვენი მოლაპარაკება შედგება, ფოტოებს გადავიღებ და გამოვაქვეყნებ. ცოტა დალურჯება შემომრჩა, ესეც გამივლის და მექნება იმის საშუალება, გამოვჩნდე. აუზზე ივნისიდან დავიწყებ სიარულს. საერთოდ ყოველი ახალი სეზონი, ჩემთვის ახალი ლუქის, ახალი საცურაო კოსტიუმის სეზონია. აუზზე ყოველ დღე რომ ვიარო, ერთი და იგივე „კუპალნიკი“ არ მაცვია ხოლმე. საქართველოში თამამ საცურაო კოსტუმებზე დიდი არჩევანი არ არის, სამწუხაროდ. მით უმეტეს – ბიკინი. ან ვაკერინებ ან შეკვეთით ვიძენ. არ მიყვარს ტრუსის ფორმის „კუპალნიკი“. ჩემი ახალი უკანალის მარიაჟობის სეზონი მოდის-მეთქი, მეგობრებთან ვხუმრობ.  ტანგის საცურაო კოსტიუმს შევიძენ და ვივლი. მომწონს ჩემი ბუნებრივი ფორმები. ამას ხაზს ყოველთვის ვუსვამ.

 

წყარო: primetime.ge

მსგავსი მასალები