Face-ამბები საზოგადოება

 Facebook-ის კომპანია უქმდება?

Facebook-ის თანადამფუძნებელი მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას, დაშალონ კომპანია და გაუქმდეს ეს სოციალური ქსელი. კრის ჰიუზი განმარტავს, რომ მარკ ცუკერბერგის ხელში უპრეცედენტოდ დიდი ძალაუფლებაა.

„მარკ ცუკერბერგის გავლენა გამაოგნებელია. მისი ძალაუფლება სცდება ყველას, ვინც კი კერძო თუ სამთავრობო სექტორში მოღვაწეობს. იგი სამ მთავარ საკომუნიკაციო პლატფორმას ფლობს, Facebook, Instagram, WhatsApp, რომელთაც ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს. მარკის ძალაუფლება უპრეცედენტო და არა-ამერიკულია. დროა Facebook გაუქმდეს!“- აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი კრის ჰიუზი.

კრის ჰიუზმა Facebook 2007 წელს დატოვა და ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიაზე მუშაობა დაიწყო. მან კომპანიის საკუთარი წილი 2012 წელს, ნახევარ მილიარდ დოლარად გაყიდა. თუმცა, როგორც თავად განმარტავს, იგი დღემდე გრძნობს სიბრაზესა და პასუხისმგებლობას, ამ კომპანიის ყოვლისშემძლეობის გამო.

 

მსგავსი მასალები