ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

თამთა გოდუაძე: “ძლიერი ტკივილები მქონდა, მაგრამ…”

თამთა გოდუაძემ, ევროვიზია 2019-ის ფარგლებში, მუსიკალურ ბლოგერთან გულწრფელად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდა დედა შვილის გაზრდაში მაშინ, როცა თავად კარიერისთვის უნდა მიეხედა.

თამთამ დედის შესახებ ბევრი ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბევრს მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა საბერძნეთში, რომ ის და მისი ქალიშვილი ფინანსურად უზრუნველეყო.

ამის შესახებ საიტი გეორგიანს გრ წერს.

“ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილისთვის მხარი დაეჭირა. ბევრი ქალი წავიდა სამუშაოდ სხვა ქვეყნებში, რომ საკუთარი ოჯახები უზრუნველეყოთ. არა მხოლოდ მე და დედაჩემი, სხვა  ბევრი ქალიც ასე ცხოვრობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მეც ვეხმარებოდი დედას, მაგრამ ეს არ უნდოდა, რადგან ჩემი ოცნებების ასრულება სურდა. მე კი მსურდა მისი დახმარება, ამიტომ ბევრჯერ დავხმარებივარ.

ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი წელის პრობლემის შემდეგ ქუსლებზე დავდექი, ვცეკვავ და ვმოძრაობ. პრობლემა ახლაც მაქვს და ძალიან რთულია მაღალ ქუსლზე სიარული. ძლიერი ტკივილები მქონდა, მაგრამ ახლა აქ ვარ და არ დავნებდები…”

თამთა წელს ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით გამოდის.

 

წყარო: sarkenews.ge

მსგავსი მასალები