სამართალი

სოსო გოგაშვილი: ჩემი და ვახას სიცოცხლე რისკის ქვეშ არის…

ჩემი და ვახას სიცოცხლეც რისკის ქვეშ არის, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა „იმედის“ ეთერში განცხა​და.

„მე, არანაირად არ ვარ შურისმაძიებელი და არც ვაპირებ კანონს იქით გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. ან, პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში. ამიტომ, მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ ჩემი და იმ ადამიანის მიმართ,“ – განაცხადა გოგაშვილმა.

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს სოსო გოგაშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი – შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის აჰმედ ჩატაევი. ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს.

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.

 

მსგავსი მასალები