საზოგადოება

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს ახალი სათავგადასავლო მარშუტები ელოდებათ

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს წელს საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ.

ახალი ტურისტული მარშრუტების და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხულოში გამართა.

ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება დასრულებულია, სადაც მოგზაურებს 3 დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე მოუწევთ. ამას ემატება არსებული ტურისტული მარშრუტებიც, რომელთა განვითარებაც ეტაპობრივად ხორციელდება.

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი.
ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი.
ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი.
გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის ტურისტული მარშრუტი.

წელს, იწყება ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება.

მარკირების პროექტების ფარგლებში მოხდება ტურისტულად საინტერესო ადგილების ინვენტარიზაცია, ძეგლების, ძველი არქიტექტურისა და ისტორიული ადგილების, ჩანჩქერების, საპიკნიკე-საკარვე ადგილების, საოჯახო სასტუმრო სახლების შესწავლა, დასურათება და ტურისტულ რუკებზე დატანა. მათ შორის მოხდება სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ბილიკების მარკირება.

 

მსგავსი მასალები