საზოგადოება

საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოჯახის სიწმინდის დღეს გასამართი ღონისძიება მშვიდობიანი იქნება და ეკლესია ნებისმიერ ძალადობას ემიჯნება. 

“ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი.

კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.”-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს მსვლელობა 17:00 საათზე დაიწყება და კონცერტით დასრულდება.

მსგავსი მასალები