მსოფლიო

ბრიტანული “სიცრუის დეტექტორი”, მონაწილის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ დახურეს

ბრიტანეთში ჯერემი კაილის პოპულარული დღის შოუ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაიხურა.

სტუმარი გადაცემის ჩაწერიდან მალევე მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტელეკომპანია ITV-ის ხელმძღვანელობამ, სადაც ყოველდღიურად გადიოდა ეს გადაცემა, მომხდარის გამო ყველა გარემოების შესწავლა დაიწყო. უპირველეს ყოვლისა გადაცემა ეთერიდან მოხსნეს, დაგეგმილი გადაღებები გადადეს, საბოლოოდ კი გადაცემა დახურეს.

გადაცემის მონაწილე პროგრამის ჩაწერიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. ITV-ის განცხადებით, არხის ყველა თანამშრომელი შოკირებული და შეწუხებულია.

ბრიტანული გაზეთების თანხმად, გარდაცვლილს სტივ დაიმონდი ჰქვია და ახლობლების მოსაზრებით, მან თავი მოიკლა. გადაცემის ჩაწერის დროს საუბარი შეეხებოდა მის ერთგულებას, რომლის შესახებაც მან სიცრუის დეტექტორზე ტესტი ვერ გაიარა.

ჯერემი კაილის გადაცემა ეთერში 2005 წლიდან გადიოდა.

მსგავსი მასალები