Face-ამბები

Facebook-ი LIVE-ებზე შეზღუდვებს აწესებს

ახალ ზელანდიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ Facebook-მა განაცხადა, რომ პლატფორმაზე შეზღუდვებს დააწესებს და გადაწყვეტს, თუ ვინ შეძლებს პირდაპირი ეთერის ჩართვას.

ამის შესახებ The Verge-ი წერს.

სოციალური ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პლატფორმა Facebook LIVE-ის იმ მომხმარებლებს დასჯის, რომელთაც სოცქსელის შინაგანაწესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე დარღვეული აქვთ.

Facebook-მა თქვა, რომ პლატფორმაზე გამოსახულების ანალიზის ტექნოლოგიის გასავითარებლად მკვლევრებთან და უნივერსიტეტებთან ითანამშრომლებს. ამ მიმართულებით Facebook-ი $7.5 მილიონს დახარჯავს.

დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, Facebook Live-ის საშუალებით ხშირად არასათანადო მასალის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება საათობით გრძელდება. მათზე რეაგირება კი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ ხდება.

მანამდე Facebook-მა არაერთხელ თქვა, რომ სურს ხელოვნური ინტელექტი განავითაროს, რათა გატაცების, მკვლელობის და სხვა ტიპის ძალადობის ამსახველი ვიდეოების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში გააკონტროლოს.

მსგავსი მასალები