ყვითელი ფურცელი

“ჯვარი მოვიხსენი და დავჭერი… ამანაც განაპირობა ჩემი გარდასახვა”

ბლოგერი გურამ შეროზია გადაცემაში “ფარული კონვერტი” თავის ცხოვრების დეტალებზე საუბრობს.

გურამ შეროზია პატარაობისას მორწმუნე იყო, ყოველ დილით ლოცულობდა და ეკლესიაში დადიოდა თუმცა , როცა გაიზარდა ღმერთი დაკარგა. “18 წის ვიყავი, როცა საბოლოოდ გაიყარა ღმერთთან ჩემ გზები. მოხდა მძიმე შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, ბავშვობაში რომ თითქმის ყველასთან დისტანციური ურთიერთობა მქონდა, მყავდა ერთი მეგობარი გოგონა,ძალიან ახლო, რომელთანაც ძალიან გახსნილი ვიყავი.

როცა 17-ის ვხდებოდი ეს გოგო გარდაიცვალა მოულოდნელად გარდაიცვალა, მაგრამ მანამდე ანევრიზმა დაემართა და კომაში იყო. სულ ვლოცულობდი, ღამეებს ვათენებდი, მეგონა ღმერთი არ დამტოვებდა და მაინც, რომ ცუდი ამბავი მოხდა, თავიდან პროტესტის გრძნოა გამიჩნდა და ვამბობდი, რომ ძალიან უსამართლოა ღმერთი. ჯვარს ვატარებდი და მოვიხსენი, დავჭერი. ამანაც განაპირობდა ჩემი გარდასახვა. როცა სხვა მიმართულებაზე გადავედი და ჩემს ცხოვრებაში ფილოსოფია, მეცნიერების კონკრეტული კვლევები, რომლებიც დოკუმენტურად ასაბუთებდა იმას, რომ ღმერთი შეიძლება იყოს ვიღაცეების გამოგონებული და გავეცანი სხვადასხვა რელიგიას , მივხვდი, რომ ყველაზე მიზანსწრაფული, ძლიერი გ გავხდი როცა ჩემ თავთან ვიყავი მარტო” – განაცხადა გურამ შეროზიამ.

მსგავსი მასალები