ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

“ლუზერი ქაჯი…უარადააა” – დაპირისპირება გრძელდება

ტელეკომპანია „რუსთავი 2-“ ის გენერალურმა დირექტორმა ოთო ნემსაძეს „ლუზერი ქაჯი“ უწოდა. 

დაპირისპირება მათ შორის მაშინ დაიწყო, რაც მომღერალი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ნახევარფინალში გამოეთიშა.

გვარამია სოციალურ ქსელში წერდა, რომ მაყურებლის წინაშე სრულიად პროვინციული, გულისამრევად ცუდი (მუსიკალურადაც და კონცეპტუალურადაც) და ქაჯური ნომრით წარვდექით.

რა თქმა უნდა, პოსტი უყურადღებოდ ოთო ნემსაძესაც არ დარჩენია. „აი ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას“ – დაწერა მან.

ოთო ნემსაძემ ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალზე 14 მაისს იმღერა, თუმცა ფინალში ვერ გადავიდა. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეთერთმეტე ნომრად გავიდა და სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა.

 

მსგავსი მასალები