Face-ამბები

თამარ ივერი: ქვეყანაზე წარმოდგენა აეროპორტიდან იწყება და ეს არამზადები ასე ლახავენ მის იმიჯს

თაღლითი „ტაქსისტები,“ უცხოელ მგზავრებს, აეროპორტიდან ქალაქამდე დიდ ფულს სძალავენ. საქართველოში ჩამოსული ტურისტები საქართველოში მომსახურების საფასურის კატასტროფულ სიძვირეს ხშირად აპროტესტებენ და აცხადებენ რომ ასეთი ფასები არცერთ საერთაშორისო აეროპორტში არსებობს.

კონკრეტული ისტორიის შესახებ „პოსტს“ ოპერის მომღერალი თამარ ივერი აქვეყნებს.

„გუშინ, საქართველოს სტუმარმა ლატვიელმა გოგომ მითხრა, აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსმა 250 ლარი(!!!) მომთხოვაო. საბედნიეროდ, უკვე გარკვეული ვიყავი მეგობრებისგან ფასებში და 40 ლარი მივეციო. ამაზე იმ არამზადა მძღოლს მისთვის ჩხუბი აუტეხია…ეს ფული სახლამდე არ მეყოფაო. ამ გამჭრიახ გოგოს მიუგია….შედით ინტერნეტში და ნახეთ, „იანდექს ტაქსი“ საერთოდ 20 ლარს იღებს,როგორ არ გრცხვენიათ-ო. ამ გოგომ მითხრა, 250 კი არა ჩემს მეგობრებს 385 ლარს სძალავდნენ-ო. ამდენი მსოფლიოში არ ღირს ტაქსი და თქვენი მძღოლები რამ გადარიათ-ო. ბოლობოლო, მთავრობამ იქნებ აუკრძალოს ამ თაღლითებს ეს “ბიზნესი”. ქვეყანაზე წარმოდგენა აეროპორტიდან იწყება და ეს არამზადები ასე ლახავენ მის იმიჯს. ეს ხალხი მერე სოც.ქსელებში წერს მათი გაბითურების შემთხვევებს და მერე ნელნელა აღმოვაჩენთ რომ ტურიზმის პროცენტული მაჩვენებელი…მიუხედავად ჩვენი ხინკალ-ჩურჩხელებისა…მზეზე დადებული ნაყინივით ჩამოგვიდნება.

ადრე თავადაც შევესწარი და ვეჩხუბე თუ როგორ სძალავდა ბათუმში პლაჟის ზედამხედველი 5 ლარიან “შეზლონგში” ტურისტს 20 ლარს. სირცხვილია მეგობრებო, თავს გვჭრიან ასეთი ხალხი. ყველა ამ გოგოსავით საზრიანი ხომ ვერ იქნება? ეგ კი არა, ერთ ტურისტს 250$ მიუცია მძღოლისთვის შავ ზღვაზე ჩამიყვანეთო და იმას…თბილისის ზღვაზე აუყვანია. მადლობა ღმერთს მიხვდა ის კაცი რომ 30 წუთში ვერ იქნებოდა შავ ზღვაზე. არამზადები!! იმედია, ტაქსების ამ ახალ რეგულაციებით უფრო გაიწმინდება სიტუაცია!“ – წერს თამარ ივერი.

მსგავსი მასალები