“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ის, რაც ახლა ზუგდიდში ხდება, აბსურდის თეატრია.

მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დანაშაულშია მხილებული და არსებობს ამის ამსახველი კადრებიც, ამის მიუხედავად ის არ დაკითხულა.

“აბსურდის თეატრია, მაქვს ყველანაირი უფლება, რომ შევიდე,  მაგრამ დღეს ჩვენ რატომ მოვედით?- ამ შენობაში მუშაობს ადამიანი გვარად გიორგი დანელია, რომელიც არის აღჭურვილი გეგმით, რომ დააშინოს ადამიანები, დაემუქროს და ეს ყველაფერი თუ არ იმუშავებს, გაიტაცოს ყველა ეს კერძო პირები რომ საარჩევნო უბნებთან ვერ მივიდეს. ეს ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ იყოს დაკავებული ან უფლებამოსილება შეუწყდეს კვლავ არის დეპუტატად ამ შენობაში. მოვისმინეთ? თუ დავინახეთ, რასაც ეს ადამიანი საუბრობდა.

ამ შენობაში მუშაობს მოძალადე დანელია, დანაშაულში მხილებული თქვენ გახსოვთ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის აუდიო ჩანაწერი, რომელიც არ უარყო მაჩალიკაშვილმა და თქვა, რომ გამწარებული შვილმოკლული მამის საუბარი იყო და დაკითხვებზე დაჰყავთ. ეს დანელია კი დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული, რომელიც არის მომართული, რომ ადამიანები გაიტაცონ არჩევნების დღეს”, – აცხადებს ნიკა მელია.