სამართალი

33 წლის სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 33 წლის სამხედრო მოსამსახურე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

“მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს” – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტოს განცხადებაში.

მსგავსი მასალები