სხვადასხვა

ბორჯომში გაჩენილ ხანძარს მეტყევეები და მაშველები ამ დრომდე ებრძვიან

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

პირველადი ინფორმაციით, ერთ ლოკაციაზე დამწვარია 1 ჰექტარი ტყის მასივი, მეორეზე კი 1.5 ჰექტარი ტყის ფართობი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ბორჯომში გაჩენილ ხანძარს მეტყევეები და მაშველები ამ დრომდე ებრძვიან.

საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე. “გამთენიისას მუშაობა განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მიმდინარეობდა ტერიტორიის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები. ამ დროისათვის, ტყეში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.…

მსგავსი მასალები