ვიდეოები

“რვა ჭრილობა? ერთი არ ეყოფოდა?”- საზარელი მკვლელობის დეტალებზე ვეფხია ბაქრაძემ თავად ისაუბრა

შემზარავი მკვლელობის გამოძიების დღემდე უცნობი დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ პროექტ „პოლიციის ფაილებში“ გასაჯაროვდა.

მკვლელმა საზარელი დანაშაულის დეტალებზე თავად ილაპარაკა.

ჩვენ კი მკითხველებს შევახსენებთ, რომ მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 2018 წლის 13 აპრილს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი. მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მეორე დღეს, 14 აპრილს დააკავეს.

ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ილაპარაკა.

„გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათიას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა“, – წერს ჩვენებაში ბრალდებული.

ვეფხია ბაქრაძე დიდი ხნის წინ ძალოვან უწყებაში, კონკრეტულად კი დაცვის პოლიციაში მუშაობდა, თუმცა მისი მსახურება 2 წელიწადში ამოიწურა (1991-1992 წლები), შემდეგ კი ორჯერ გასამართლდა.

მსგავსი მასალები