TOP

“ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, ის მოძალადე არასდროს გაიზრდება…”

დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე დაძაბულობას ან რაიმედაპირისპირებას არ ელოდებიან.

როგორც დეკანოზმა მსვლელობის დაწყებამდე „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ოჯახის სიწმინდის დღე არის დღე, როცა ადამიანები ამბობენ – „არა ძალადობას”.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის, ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც ადამიანები ვამბობთ, რომ არა ძალადობას, არა წინააღმდეგობას, არა ადამიანის დაჩაგვრას. ადამიანს, რომელსაც ჩვენ გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, ის მოძალადე არასდროს გაიზრდება. ამას თუ ავიტაცებთ სწორად და არ გამოვაჩენთ დღედ, რომელიც არის წინააღმდეგობის დღე, მაშინ ძალიან დიდ შედეგს მივიღებთ. უნდათ გამოაჩინონ ძალადობის დღედ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესია არასდროს ყოფილა ძალადობის მომხრე. ეკლესია არის სიყვარულის მქადაგებელი”, – აცხადებს დეკანოზი.

მსგავსი მასალები