პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრმა ლარის გაუფასურების მიზეზი დაასახელა

ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის შეძენა სავალუტო ჯიხურებში 2,8 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ბანკის კურსით, კი 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,74 ლარია. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ პროცესი ლარის მსყიდველობით უნარზე არ აისახება.

„ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია თურქეთი. ამიტომ ჩვენ ერთ წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიაზიაციაზე. ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე. ჩვენ კონკრეტული რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ იპოთეკურ სესხებზე დოლარში. ეს ემსახურება იმას, რომ ზუსტად ამ ტიპის რყევები რაც ყველგან ხდება, იმუნიტეტი გვქონდეს“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი მასალები