Face-ამბები

“უმძიმესი იყო მოსმენა მკვლელობის სავარაუდო ვერსიების” – დავით ქაშიაშვილი საზარელ მკვლელობაზე

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი,რომელიც აღაიანში, დედის 16 წლის გოგოს მიერ საკუთარი შვილის მკვლელობის ამბავს აშუქებდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ უმძიმესი იყო, საქმის ვერსიების ყურება და მოსმენა.
“მე არ ვიცი რატომ მოკლა 16 წლის დედამ 8 თვის გოჩიკო, მაგრამ უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა მკვლელობის სავარაუდო ვერსიების. მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაც და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია” – წერს დავით ქაშიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 21 მაისის გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, 16 წლის გოგომ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი მასალები