პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება – განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა

მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებისა, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამთვალიერებლებს უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე არ უშვებენ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კი მძიმე ტექნიკით აგრძელებენ ბილიკის მშენებლობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ  კონსტანტინიდმა განაცხადა, ქართული მხარე მოწადინებულია, პროცესი აზერბაიჯანთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით წარიმართოს.

 

მსგავსი მასალები