Face-ამბები

21 წლის ასაკში გაუბედურებულ მამას კიდევ საციხოდ იმეტებთ?- ადამიანური კანონი არ არსებობს?

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანი აბესაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება გამოძიებას, რომელიც მოკლული ჩვილის მამის წინააღმდეგ დაიწყო და რაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუწყია გამოძიება გაუბედურებულ მამაზე, რომელმაც ორიოდე დღის წინ საღსალამათი ჩვილი მიწას მიაბარა, თურმე იძიებენ არასრულწლოვანთან ურთიერთობას თუ რაღაც იდიოტობას, ანუ იმას, რომ ცოლი მოიყვანა და შვილი ეყოლა,  თქვენ საბოლოოდ გამოლენჩდით?

რა ეტყობოდა ამ გოგოს რომ ვინმე რამეს აძალებდა, ან ამ ბიჭს შეხედეთ, დალაგებული აზროვნების, მოწესრიგებული ცხოვრების წესით, რას ეძიებით ახლა, ამ გამწარებულ ბავშვს კიდევ უფრო უმწარებთ ცხოვრებას?

21 წლის ასაკში გაუბედურებულ ბიჭს კიდევ საციხოდ იმეტებთ?  მეტი საქმე არ გაქვს შსს? ამ იდიოტ არასამთავრობებს და თავდაუბანელ ფემინისტებს რომ არ აჰყვე და მათ ყველა კაკანზე გამოძიებები არ აწარმოო?   – კანონის გარდა არსებობს ადამიანურიც, რაც ყველა კანონზე მაღლა დგას და ცოტა გონზე მოდით და ის გამოიძიეთ, რაც გამოსაძიებელია“- წერს ანი აბესაძე.

მსგავსი მასალები