მსოფლიო

ავსტრალიაში ზამთარი ივნისის თვეში იწყება

ავსტრალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი თოვლია. სუბტროპიკულ ქუინსლენდში მსგავსი რაოდენობის თოვლი ამ სეზონზე იშვიათია.

სინოპტიკოსების ცნობით, მსგავსი იშვიათი სანახაობა ქუინსლენდის შტატს 2015 წლის შემდეგ არ გამოუცდია. სიცივე და უამინდობაა მოსალოდნელი სხვა შტატებშიც. მათ შორის სიდნეის სანაპიროებზეც.

მოსახლეობას მოუწოდებენ, უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის დროს სახლებში დარჩნენ და ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ. მეტეოროლოგების განმარტებით, თოვა ქუინსლენდში სამხრეთიდან წამოსულმა ცივი ჰაერის მასებმა გამოიწვია, თუმცა, სამხრეთ შტატებში, მაგალითად ახალი სამხრეთ უელსის საზღვრებთან, სადაც მთიანი რეგიონებია, მსგავსი სიცივე ჩვეულებრივია.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში ზამთარი სწორედ ივნისის თვეში იწყება.

მსგავსი მასალები