სამართალი

სიღნაღში 36 წლის ბიჭი ქვით არის მოკლული

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში 36 წლის ბექა ჭაბაშვილი გვიან ღამით მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ჭაბაშვილს ურთიერთშელაპარაკება მეზობელთან მოუხდა.

ოჯახის ინფორმაციით, ისინი ერთად დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნებულებს კი მეზობელი ფიზიკურად გაუსწორდა.

ჭაბაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. სავარუდოდ, ის ქვით არის ნაცემი.

ჭაბაშვილი წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

მოკლულს მეუღლე და სამი მცირეწლივანი შვილი დარჩა.

გამოძიება 117- ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მსგავსი მასალები