პოლიტიკა

აკაკი ზოიძე: არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მატება

„ეს არის ტენდენციური დასკვნა, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით“, – ასე აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებას, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით.

„არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მატება, სანამ არ ჩატარდება არჩევნები – ასეთია რეკომენდაცია. მოდით, ვკითხოთ პენსიონერებს და დაბალხელფასიან ადამიანებს, ვისი ხელფასის მატებაზეც არის საუბარი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო საზოგადოება – საქართველომ” რეკომენდაციები და 2020 წლის ბიუჯეტის შეფასება დღეს გამოაქვეყნდა. ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში პენსიის და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატებისგან.

მსგავსი მასალები