პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია: ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხომ გადაწამლავენ მთლიანად საქართველოს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ალექსანდრე ქანთარიას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში, იატაკზე ჯერჯერობით გაურკვეველი შემცველობის ხსნარი დაასხა.

„როგორც თქვეს, „ნაციონალებმა“ გააკეთეს ეს. ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხომ გადაწამლავენ მთლიანად საქართველოს. მე არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ„ნაციონალური მოძრაობის“ ორმა დეპუტატმა, ორმა ქალბატონმა დაასხა რაღაცა ხსნარი იატაკზე. ძალიან არასასიამოვნო სუნი იყო. გამოჩნდება, რა არის, რა შემცველობისაა. ფაქტი ერთია, ხალხი, რომელიც ამაზე მიდის, ის ხელისუფლებაში მოსასვლელი არ არის“, – განაცხადა  ქანთარიამ.

ქანთარია ამბობს, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს აუცილებლად გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. სავარაუდოდ, სხდომათა დარბაზში,  სითხე მოასხეს, რომელსაც მძაფრი სუნი ჰქონდა და დეპუტატების ნაწილი შეუძლოდ გახდა. როგორც ენძელა მაჭავარიანი ამბობს, მას არ დაუნახავს თუ ვინ დაასხა დარბაზში სითხე  ან რა, მაგრამ “სპეციფიური სუნი იგრძნო” და ალერგიული შეტევა დაემართა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სითხე ოპოზიციის წევრებმა დაასხეს.

მსგავსი მასალები