სხვადასხვა

ამინდის პროგნოზი

საქართველოს ცალკეულ რაიონში დღეს და ხვალ, შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.

13-14 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში დღეს და ხვალ ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

13-14 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +11,+13 გრადუსამდე მოიმატებს.

მსგავსი მასალები