Face-ამბები

ანა აბაშიძე: გუდ ჯაბ სამინისტრო! არაპოპულარული და სწორი ქცევაა ეს!

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველებმა 2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს.

როგორც ანა აბაშიძე წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნება არაპოპულარული და სწორი ქცევაა.

ვიღაცეებს არ მოსწონთო ეს სტატისტიკა . ანუ რა არ მოსწონთ? ის რომ მშობლები ძალადობენ თუ ის რომ შსს რეაგირებს? აი ასეთ კარგ ამბებზე (რეაგირება შსს-ს და სტატისტიკის დადება) ხალხის აზრი ერთგვარი კვლევაა ვინ არის ბავშვი ჩვენ ქვეყანაში. გუდ ჯაბ სამინისტრო! არაპოპულარული და სწორი ქცევაა ეს”, – წერს ანა აბაშიძე.

 

მსგავსი მასალები