TOP პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან

“ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან”, – ეს შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილის თქმით, ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ოთახი ჰგონია.

„საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ავტორი არის პარალმენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ბესელიას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს ოთახად, ამიტომ აქ ვამთავრებ მასთან პასუხების გაცემას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ეკა ბესელიას ერთ-ერთი კრიტიკული კითხვა იმასაც უკავშირდებოდა, თუ რატომ არის პროექტის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი და რას ნიშნავს ეს.

მსგავსი მასალები