პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ანაკლიის პორტის პროექტზე: ჩვენი მიზანია მოვძებნოთ, ახალი საიმედო ინვესტორი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ანაკლიის პორტის პროექტს გამოეხმაურა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განხორციელდეს.

“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი გვექნება მომდევნო შეხვედრებზე, როდესაც კერძო სექტორს და შესაძლო ინვესტორებს დაველაპარაკებით, მათ შორის პრემიერ-მნინისტრი ჩამოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი მიზანი და სურვილი არის, რომ მოვძებნოთ ახალი საიმედო ინვესტორი, სასურველია ამერიკელი ინვესტორი ამ პროექტისთვის, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკური პროექტი და მნიშნელოვნად უკავშირდება საქართველოს მომავალს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი მასალები